logo
ENG



ზელენსკი პუტინს: შეგიძლია მორიგი "მიღწევა" ჩაიწერო - "მოვკალი ერთი ორსული ქალი"

18 ოქტ 202200:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/18/aywopr2lf3dyp4i.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების მიერ კიევზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ნრეგვის ადგილებში გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ყველა თავდასხმის დროს რუსეთმა ირანული ე.წ. კამიკაძე დრონები გამოიყენა. ზელენსკის თქმით, სულ ბოლო 24 საათში თავდასხმა 25 დასახლებულ პუნქტზე განხორციელდა.

"კიევში მათ მოკლეს ახალგაზრდა ოჯახი, როცა ირანული შაჰიდი საცხოვრებელ სახლში მოხვდა. ახალგაზრდა კაცი და 6 თვის ორსული ქალი... ვლადიმერ პუტინ, შეგიძლია მორიგი "მიღწევა" ჩაიწერო - მოვკალი ერთი ორსული ქალი", - ამბობს ზელენსკი.

17 ოქტომბერს დილით რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა კიევზეც განახორციელა. ერთ-ერთი აფეთქება მოხდა შევჩენკივსკის რაიონში, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში. ვიტალი განცხადებით, რუსეთმა კიევი "კამიკაძე" დრონებით დაბომბა. კიევში განხორციელებულ თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 4 დაშავდა

 


close დახურვა